მომსახურება მრავალპროფილიანი საავადმყოფოები:
შპს „სლოვ გლობალ სერვის“-ი – ნარჩენების მართვის კომპანია, რომელიც ეხმარება სამედიცინო დაწესებულებებს ნარჩენების გატანის მომსახურების ოპტიმიზაციის პროცესში ინდივიდუალურად მორგებული სტრატეგიის შემუშავებით, ვუზრუნველყობთ სრული მომსახურების სპექტრს მყარი, ბასრი, პათოლოგიური და ფარმაცევტული სამედიცინო სახიფათო ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების და უტილიზაციის სფეროში.
ჩვენ გთავაზობთ უსაფრთხოდ სამედიცინო საქმიანობიდან წარმოქმნილ ყველა კატეგორიის ნარჩენების მომსახურებას, რაც უზრუნველყოფს თითოეულ სამედიცინო დაწესებულებას შეინარჩუნოს და დაიცვას კანონით დადგენილი რეგულაცია. ჩვენი კომპანია მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებების ინდივიდულალური საჭიროებების შესაბამისად, როდესაც საქმე ეხება სხვადასხვა კატეგორიის წარმოქმნილ ნარჩენების ნაკადებს, ვთავაზობთ მარტივ, მოქნილ და ხარჯთეფექტურ მომსახურებას პაციენტებისა და თანამშრომლების უსაფრთხოების გასაძლიერებლად და გარემოზე ზემოქმედების შემცირების მიზნით.
შპს „სლოვ გლობალ სერვის“-ი წარმოადგენს სამედიცინო ნარჩენების მართვის 4 წლიანი გამოცვდილების კომპანიას, რომლის მომსახურებაში შედის:
- სამედიცინო ნარჩენების ჰერმეტული მყარი სხვადასხვა ტევადობის სპეციალური კონტეინერები, ბასრი საგნებისთვის მუყაოს ერთჯერადი ყუთები და პოლიეთილენის სხვადასხვა დანიშნულების 70 მკრ ტომრები;
- სხვადასხვა კატეგორიის ნარჩენების მომსახურება ნებისმიერი პროფილის სამედიცინო დაწესებულებებისთვის;
- სამედიცინო სახიფათო ნარჩენების შესაბამისი განკარგვა და განადგურება სახელმწიფო და საერთაშორისო რეგულაციების შესაბამისად;
- სამედიცინო ნარჩენების სტატისტიკური მაჩვენებლების შესახებ ანგარიშების მიწოდება;
- მოქნილი 100 % მომსახურების გრაფიკი;
- თანამედროვე მატერიალურ ტექნიკური ბაზა;
- შრომის და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სამედიცინო დაწესებულებებთან რათა შევადგინოთ მომსახურების ოპტიმალური გეგმა, რომელიც თავის მხრივ ასახავს რეკომენდაციებს ნარჩენების და მომსახურების შემცირების მიზნით. ჩვენი კომპანია სამედიცინო ნარჩენების პროცესებს უსაფრთხოდ მართავს მომსახურების ციკლის ყველა ეტაპზე.
მომსახურების კონტრაქტი ორმხრივად შედგენილია მოქნილი პირობებით და სრულად გამჭვირვალეა, არ იწვევს ზედმეტ დანახარჯებს კომპანიის ადმინისტრაციული და ტექნიკური მომსახურების ჩათვლით. სამედიცინო დაწესებულებებს შეუძლიათ აირჩიონ მოკლევადიანი ხელშეკრულებები ან მოთხოვნა ერთჯერად მომსახურებაზე. 2020 წლიდან ჩვენი კომპანია დაეხმარა ასობით სამედიცინო დაწესებულებას, უზრუნველყო სამედიცინო ნარჩენების განკარგვის საიმედო და ხელმისაწვდომი სერვისი, რომელიც იცავს მომსახურების საუკეთესო მაჩვენებლებს.