ამბულატორიული პოლიკლინიკა

მომსახურება მრავალპროფილიანი მცირე კლინიკები:

საქართველოში არსებული ექიმის კაბინეტების, სტომატოლოგიური კლინიკების, სისხლის ლაბორატორიების, საუნივერსიტეტო კლინიკების, ვეტერინარული კლინიკების, კვლევის ლაბორატორიების, ბიოტექნოლოგიური კომპანიების და სხვა მცირე სამედიცინო დაწესებულებების რიცხვის ზრდასთან ერთად ყოველწლიურად მატულობს სახიფათო ნარჩენების მოცულობა.

ჩვეულებრივ, ექიმის კაბინეტის საქმიანობის შესაბამისად წარმოქმნილი ნარჩენი, როგორიცაა გამოყენებული შპრიცები, ბამბა, დაბინძურებული ხელთათმანები და სხვა ნივთები არ შეიძლება გადაყრილი იქნეს მუნიციპალური ნაგვის ურნაში, როდესაც ყველა ეს სახიფათო ნარჩენი სწორად არ არის მართული წარმოიშობა კონფლიქტური სიტუაცია და გაურკვეველი ზედმეტი ხარჯები. 2020 წლიდან ჩვენი კომპანია თანამშრომლობს მცირე სამედიცინო დაწესებულებებთან სამედიცინო ნარჩენების სწორად განკარგვის მიზნით.

როგორ ხდება კლინიკიდან სამედიცინო ნარჩენის გატანა/უტილიზაცია?

მცირე სამედიცინო კლინიკის სამედიცინო სახიფათო ნარჩენები მოიცავს:

  • ადამიანის პათოლოგიურ ნარჩენებს;
  • ადამიანის სისხლს და სისხლის პროდუქტებს;
  • ნემსები და შპრიცები, შრატები;
  • მიკრობიოლოგიური მასალები;
  • ინფექციური დაბინძურებული ნებისმიერი მასალა;

რატომ გამოვიყენოთ ჩვენი კომპანია თქვენი სამედიცინო დაწესებულებისთვის?

გამოცდილება: არ ენდოთ სამედიცინო ნარჩენების განკარგვას გაურკვეველი წარმოშობის ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს. 2020 წლიდან ჩვენი კომპანია სამედიცინო ნარჩენების მომსახურებით სამედიცინო ობიექტებთან თანამშრომლობით ინარჩუნებს დადებით რეპუტაციას – გამოცდილი სპეციალისტები, თანამედროვე ტექნოლოგიური და საერთაშორისო საკანონმდებლო ბაზა.

მოქნილობა: ჩვენი კომპანია მოიცავს ქ. თბილისის ყველა უბანს და გარეუბანს. ჩვენ გთავაზობთ მომსახურების მოქნილ გრაფიკებს, რომლებიც საუკეთესოდ აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს – იქნება ეს ყოველდღიური, ყოველკვირეული, ორდღიანი, ყოველთვიური, კვარტალური ან ერთჯერადი მომსახურება.

კომუნიკაცია: ჩვენი წარმომადგენელი ხელმისაწვდომია თქვენს მიერ დასმულ ყველა კითხვასა თუ პრობლემასთან დაკავშირებით. მომსახურების ღირებულება: რასაც ვწონით 1 კგ სიზუსტით – ვიხდით ტარიფით –  ინდივიდუალური სატარიფო სისტემა დაფუძნებულია წონაზე 1 კგ სიზუსტით. არ არსებობს სხვა დამატებითი გადასახადი.